"ბავშვობაში „სიტის“ ფანი ვიყავი" - სერხიო გომესი
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ "მანჩესტერ სიტის" შევუერთდი. სიტი ინგლისში საუკეთესო გუნდი არის და პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ, შანსი მაქვს ბევრი რამ ვისწავლო. ამ კლუბის ფეხბურთელობით ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ბავშვობაში „სიტის“ ფანი ვიყავი. როცა პატარები ვიყავით, ჩემი ძმა "სიტის" გულშემატკივრობდა და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მე ამ გუნდის ფანი ვარ."გომესმა კარიერა "ბარსელონას" აკადემიაში დაიწყო, 2018 წელს კი გერმანულ "დორტმუნდს" შეუერთდა. ამის შემდეგ, ესპანელმა მცველმა "უესკაში" იჯარით ორი წელი გაატარა, საიდანაც ბელგიურ "ანდერლეხტში გადაბარგდა და 49 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.