Belive

"ოცნებასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით" - რამაზ სვანაძე

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და ევროპირველობაზე ასპარეზობა დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რამაზ სვანაძე: "საუბარი მიჭირს. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთია - ეს თამაშის ნაწილია. ბიჭები, რომლებიც ახლა გასახდელში თვალცრემლიანები არიან, მეტს იმსახურებდნენ. მენტალურად აბსოლუტურად განსხვავებული თაობაა და ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის მომავალი არიან. ჩვენთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა, გამოწვება და ზეიმი იყო. მადლობა ღმერთს, რომ ამ ყველაფრის მონაწილეები ვიყავით.

ჯგუფიურ ეტაპზე ძალიან კარგად ვიასპარეზეთ დღეს კი შეტევაში სიმწვავე და სითამამე გვაკლდა. ეს იმან განაპირობა, რომ ფიზიკურად ძალიან დაღლილები ვიყავით. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო ამ თავგანწირვისთვის. მაგარი შედეგია, როდესაც ოცნებასთან ერთ ნაბიჯში ხარ. ვეთამაშეთ გრანდებს, ამიტომ უმთავრესია ის რწმენა, რომელიც გულშემატკივრებს გავუჩინეთ".

შეგახსენებთ 1/4 ფინალურ ეტაპზე მარცხის მიუხადავად, საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

სხვა სტატიები