Belive

ოთარ კიტეიშვილმა შტურმთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის "შტურმთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

28 წლის ქართველი "შტურმში" 2018 წელს, თბილისის "დინამოდან" ჩავიდა და მას შემდეგ შავ-თეთრებში 185 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 40 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასულ სეზონში კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მან და მისმა გუნდმა კი "ზალცბურგის" 10-წლიანი ჰეგემონია დაასრულეს და ჩემპიონობა იზეიმეს.

სხვა სტატიები