Belive

შტურმმა ზალცბურგთან ფრე ითამაშა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" "ზალცბურგს" ესტუმრა და ანგარიში ფრედ 2:2 დასრულდა. გრაცელების რიგებიდან ორივე გოლი ალექსანდრ პრასმა გაიტანა, ავსტრიელმა ფეხბურთელმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, ხოლო დუბლი 34-ე წუთზე შეასრულა, სხვაობა 72-ე წუთზე დორგელეს ნენემ შეამცირა და შემდეგ კარიმ კონატემ 82-ე წუთზე გაათანაბრა.

გრაცის "შტურმმა" ამ შედეგით 39 ქულა დააგროვა და ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია, მეტოქე "ზალცბურგს" კი 3 ქულით გაასწრო. ქართველი ფეხბურთელის გუნდს ჩემპიონატის მოგების ძალიან კარგი შანსი აქვს, დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.

ოთარ კიტეიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 70 წუთი ითამაშა. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 6.9 შეფასება დაუწერა, ბურთს კიტე 51-ჯერ შეეხო, მისი შესრულებული 40 გადაცემიდან 30 ზუსტი იყო (75%), მატჩში მან ერთხელ კარისკენ დაარტყა, 1 დრიბლინგი შეასრულა და ისიც წარმატებით, 9 ორთაბრძოლიდან 4-ში გამარჯვებული დარჩა.

შემდეგი შეხვედრა გრაცის "შტურმს" ავსტრიის თასის ფინალში ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი, მატჩი 1 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები