Belive

ოთარ კიტეიშვილის შეფასება რაპიდის წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში რაპიდმა გრაცის შტურმი 2:1 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა 14 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 8-ში გაიმარჯვა, ბურთს 80-ჯერ შეეხო, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული 1 გამოდგა, კიტემ 52 გადაცემიდან 38 ზუსტად შეასრულა (73%), ერთხელ კარში დაარტყა, ხოლო ერთხელ კარისკენ.

ოთარ კიტეიშვილის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.4

  • Flashscore - 6.4

გრაცის შტურმი ავსტრიის ბუნდესლიგის ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილზეა (7 მოგება, 4 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ევროპა ლიგის ეგიდით, ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 6 ნოემბერს ჩატარდება.

სხვა სტატიები