Belive

ფრე ჩემპიონატის ლიდერთან | ოთარ კიტეიშვილის შეფასება ზალცბურგთან

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ჩემპიონატის მე-13 ტურში, გრაცის შტურმა საკუთარ მოედანზე ზალცბურგი მიიღო და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ტურის დაწყებამდე ზალცბურგი ჩემპიონატს 24 ქულით ლიდერობდა და სიტუაცია არ შეიცვლება, თუმცა ახლა შტურმი მესამეზეა 22 ქულით - ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და მეორეზე მყოფ რაპიდთან სხვაობა 2 ქულაა.

ოთარ კიტეიშვილმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მწვრთნელმა 82-ე წუთზე გაიყვანა. იქამდე ქართველმა საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო და შტურმაც ანგარიში სწორედ ამ გოლით, 46-ე წუთზე გახსნა. კიტე პასებს 84%-იანი სიზუსტით არიგებდა და მათ შორის 2 გამამწვავებელი გადაცემა იყო. მისი შეფასება საკმაოდ მაღალი, 7.3-დან 7.5-დეა (SOFASCORE და WHOSCORED).

ავსტრიის ჩემპიონატში, ოთარ კიტეიშვილმა, რვა საგოლე გადაცემა გააკეთა (6 გოლი და 2 ასიისტი).

სხვა სტატიები