Belive

ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული გრაცის შტურმის ფეხბურთელის 29 წლის ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. კიტეს ფასმა 6 მილიონ ევროს მიაღწია და ის კარიერის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა, ქართველი ფეხბურთელის ღირებულება აქამდე 5 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც ასევე კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, მაგრამ ამჯერად თავისი შედეგი გააუმჯობესა.

ოთარ კიტეიშვილს ავსტრიაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ის ავსტრიის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 42 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. კიტე გრაცის შტურმში სატრანსფერო ღირებულების მიხედვით მე-3 პოზიციას იკავებს.