Belive

ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გრაცის "შტურმის" ქართველი შემტევი ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროთი გაიზარდა. კიტეს თანხა ოფიციალურად განაახლა transfermarkt-მა და ქართველის ფასი თითქმის გაორმაგდა.

28 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ბოლოს განახლებული ინფორმაციით 5 მილიონ ევროს შეადგენს, ეს მისთვის კარიერაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, აქამდე მაქსიმალური ღირებულება 3 მილიონს შეადგენდა.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილმა გრაცის "შტურმთან" ერთად 2023/24 წლების სეზონში ავსტრიის ჩემპიონობა იზეიმა და თასიც მოიგო, ეს ტრიუმფალური გამოდგა როგორც ქართველი ფეხბურთელისთვის ასევე ავსტრიული გუნდისთვის.

კიტე ასევე გახდა ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირის 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები