ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი ავსტრიის თასის ფინალშია
ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" ავსტრიის თასის ფინალში გავიდა. გრაცელები 1/2 ფინალში "ზალცბურგს" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა დაძაბული და დრამატული გამოდგა, რომელიც საბოლოოდ ქართველი ფეხბურთელის გუნდის გამარჯვებით 3:4 დასრულდა.
თავდაპირველად "ზალცბურგი" მე-11 წუთზე უმარ სოლეტის გოლით დაწინაურდა, 25-ე წუთზე გრაცის "შტურმის" ფორვარდმა ვილიამ ბოვინგმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმის 52-ე წუთზე ტომი ჰორვატის გოლით "შტურმი" დაწინაურდა, 71-ე წუთზე ორბურთიანი გახადა სხვაობა დავიდ შნეგმა, "ზალცბურგის" ნახევარმცველმა ლუკა სუჩიჩმა დროებით 79-ე წუთზე შეძლო ანგარიშის სხვაობის შემცირება (2:3), ნიკლას გაირჰოფერმის გოლით გრაცული გუნდი 81-ე წუთზე ისევ ორბურთიანი სხვაობით გავიდა წინ, უხვგოლიანი შეხვედრის ბოლო გოლი ზალცბურგელთა მცველმა ალექსა ტერჟიჩმა 90-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:4 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილის გუნდი ავსტრიის თასის მოქმედი გამარჯვებულია და ტიტულის დაცვას შეეცდება. ფინალური შეხვედრა პირველ მაისს კლაგენფურტში გაიმართება, გრაცის "შტურმი" ვენის "რაპიდს" დაუპირისპირდება.
ES IST VOLLBRACHT! Wir fahren nach einem UNGLAUBLICHEN 4:3 Auswärtserfolg in Salzburg zum Cupfinale nach Klagenfurt!😍 #sturmgraz #RBSSTU #GlaubeWilleMut
— SK Sturm Graz (@SKSturm) April 4, 2024
____________
RBS 3:4 STU |⏱️90+5' pic.twitter.com/3FTBpmxW60