ოთარ კიტეიშვილის შეფასება ლასკის წინააღმდეგ
ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლოსწინა 31-ე ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" "ლასკს" ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. თუკი გრაცული გუნდი მოახერხებდა მოგებას ჩემპიონობასაც დღეს იზეიმებდა, მაგრამ ზეიმი ბოლო შეხვედრისთვის გადაიდო, იქ უკვე "შტურმი" "კლაგენფურტს" დაუპირისპირდება, მატჩი 19 მაისს გაიმართება.
ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, როგორც უკვე გითხარით მან დუბლი შეასრულა და Sofascore-ს მიხედვით ორივე გუნდიდან საუკეთესო შეფასება 8.8 დაიმსახურა. კიტე ბურთს 73-ჯერ შეეხო, 45 გადაცემიდან 34 ზუსტად შეასრულა (76%), კარში 3-ჯერ დაარტყა, 6 დრიბლინგიდან 5 წარმატებული იყო, 16 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 7-ში გამარჯვებული დარჩა.
In einer vogelwilden Schlussphase gibt es auf beiden Seiten Chancen, doch schlussendlich trennen wir uns mit einem 2:2 Unentschieden vom LASK – die Entscheidung ist somit vertagt! #sturmgraz #AdmiralBL #ASKSTU
— SK Sturm Graz (@SKSturm) May 12, 2024
____________
ASK 2:2 STU |⏱️90+2' pic.twitter.com/ZIl2LWrLg3
ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმს" ავსტრიის ბუნდესლიგის ცხრილში 41 ქულა აქვს, მეორე ადგილოსან "ზალცბურგს" კი 39. ბოლო ტური ჩემპიონობის ტურია და "შტურმს" მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, სხვა შედეგი გრაცულ გუნდს ჩემპიონობისთვის ვერ დაეხმარება (ფრე ან წაგება) თუკი "ზალცბურგი" გაიმარჯვებს, ავტომატურად კონკურენტი გუნდი გახდება ჩემპიონი.