Belive

ოთარ კიტეიშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ორი სხვადასხვა წყაროს ცნობით, ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დასახელდა.

რიდთან მატჩში, რომელიც შტურმმა 1:3 მოიგო, კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და გადამწყვეტი როლი ითამაშა თავისი გუნდის გამარჯვებაში.

მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში, ოთარ კიტეიშვილმა 638 ქულა დააგროვა. ქართველმა ფეხბურთელმა, რიდის წინააღმდეგ მატჩში დუბლი შეასრულა და ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა - წერს Skysportaustria.

"ჯვაროსნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა Sofascore-ზეც მაღალი შეფასება მიიღო — მისი თამაში 9.4 ქულით, თითქმის იდეალურად შეფასდა. ლასკის თავდამსხმელ მოზეს უსორთან ერთად, ის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სხვა სტატიები