ოთარ კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გრაცის "შტურმი" ევროპა ლიგის მე-5 ტურის მატჩში საკუთარ არენაზე პოლონურ "რაკოვს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე ჯონ იებოამ გაიტანა და პოლონურ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოედანს დაუბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და 26 ოქტომბრიდან ამ დრომდე თამაშს ვერ ახერხებდა. ქართველი ფეხბურთელი მატჩში სათადარიგოდან 72-ე წუთზე ჩაერთო.
ავსტრიული გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზეა 4 ქულით, ასევე 4 ქულა აქვს "რაკოვს", ბურთების უკეთესი შეფარდებით ქართველის გუნდი მე-3 ადგილზეა და კონფერენს ლიგაზე გადასვლის რეალური შანსი აქვს. შემდეგ ტურში გრაცის "შტურმი" 14 დეკემბერს "სპორტინგს" ესტუმრება, რომელსაც ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვს.