Belive

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის გამარჯვებულია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი 2024/25 წლების სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის გამარჯვებულია. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბოლო 32-ე ტურის შეხვედრაში სანდრო ალთუნაშვილის ვოლფსბერგერს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ეს ანგარიში გრაცულ გუნდს ხელს აძლევდა და საკმარისი იყო ჩემპიონობისთვის.

შტურმისთვის და ოთარ კიტეიშვილისთვის ეს ჩემპიონობა ზედიზედ მეორეა. კიტემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მან ყველა ტურნირის ეგიდით 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ავსტრიის ბუნდესლიგაში ქართველმა 12 გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით მან საუკეთესო ბომბარდირებში მე-4 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები