ოთარ კაკაბაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"კრაკოვიას" ქართველი ფეხბურთელის ოთარ კაკაბაძის სატრანსფერო ღირებულება ნახევარი მილიონი ევროთი გაიზარდა. მონაცემები transfermarkt-მა განაახლა.
ოთარ კაკაბაძის სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენდა, ბოლოს განახლებული მონაცემებით კი ის თავისი კარიერის მაქსიმუმზეა და მისი ფასი 1.5 მილიონ ევროს გაუტოლდა. ქართველმა ფეხბურთელმა "კრაკოვიაში" სეზონი კარგად დაიწყო, 9 ტურის შემდეგ მარჯვენა მცველს უკვე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ყველა ტურნირზე შეუცვლელად თამაშობს და ესპანეთის წინააღმდეგ, ევრო 2024-ზე ასისტიც მიითვალა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველმა ფეხბურთელმა პოლონურ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება.