"ოთარ კაკაბაძის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება" - პოლონური გამოცემა
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოთარ კაკაბაძის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, "კრაკოვიას" ქართველი ფეხბურთელი "ლეხ პოზნანთან" თამაშის დროს სკაუტების ინტერესის სფეროში მოექცა, ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური სპორტული გამოცემა Goal.Pl აქვეყნებს.
კაკაბაძის მიმართ ინტერესი იზრდება, სკაუტებმა ის "ლეხთან" თამაშის დროს დააფიქსირეს. ქართველი ფეხბურთელი სტუმართა მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სადაც მან გოლის გატანაც მოახერხა.
საქართველოს წარმომადგენელი
ოთარ კაკაბაძე არამხოლოდ "კრაკოვიას" წამყვანი ფეხბურთელია, არამედ საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვანი ელემენტია. 29 წლის ქართველმა ქვეყნის შემადგენლობაში 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში ოთარი მოედანზე 26-ჯერ გამოჩნდა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება "ლეხთან" მატჩს, კაკაბაძე იყო არამხოლოდ თავისი გუნდის წამყვანი ფეხბურთელი, არამედ ზოგადად მოედანზე იყო ერთ-ერთი საუკეთესო. მან რამდენიმე მომენტში შესანიშნავად ითამაშა, გოლი გაიტანა და მეორეს გატანაც შეეძლო, პირველ ტაიმში მისი დარტყმის მომენტში ბურთი ძელს მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ "კრაკოვია" "ლეხთან" 2:1 დამარცხდა კაკაბაძე ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს მისი თამაშით.
ტრიბუნებზე გერმანელი და ჰოლანდიელი სკაუტები
და ისეც ხდება, რომ მისი კარგი ფორმა უცხოური გუნდების ყურადღებას იქცევს. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ "ლეხის" სტადიონის ტრიბუნებზე, კონკრეტულად კაკაბაძის საყურებლად, გერმანიისა და ჰოლანდიის კლუბების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. იმის შემდეგ, რაც ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლელობას გადაავლეს თვალი მათ მისი შეძენის სურვილი უფრო გაეზარდათ. უახლოეს მომავალში "კრაკოვიასთვის" შეთავაზებას ველოდებით.
ამ ეტაპზე უცნობია, როგორი იქნება ოთარ კაკაბაძის მომავალი, რადგან ჯერჯერობით მას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს და "კრაკოვია" სიტუაციას აკონტროლებს. მან კონტრაქტი 2024 წლის მაისში გაახანგრძლივა, Transfermarkt კი ოთარს 1.5 მილიონ ევროდ აფასებს. - Goal.Pl (პოლონური სპორტული გამოცემა)