ოთარ კაკაბაძემ კრაკოვიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ პოლონურ "კრაკოვიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, ის კლუბში 2027 წლამდე დარჩება, ინფორმაცია გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, თავად პრეზიდენტმა კი 28 წლის ქართველ ფეხბურთელს წარმატებები უსურვა:
მოხარულები ვართ, რომ ოთართან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მივაღწიეთ. მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ საქმეში ჩართულ ყველა მონაწილე ადამიანს და თავად ოთარს წარმატებებს ვუსურვებ, მათ შორის მომავალ ევრო 2024-ზე. - მატეუშ დრუზდჟი - "კრაკოვიას" პრეზიდენტი
ოთარ კაკაბაძე "ტენერიფედან" "კრაკოვიაში" 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. კარიერის განმავლობაში მას ასევე უთამაშია შვეიცარიის, დანიის და საქართველოს ჩემპიონატებში. მიმდინარე სეზონში ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. სულ ექსტრაკლასაში 69 მატჩში ითამაშა და 6 გოლი, 7 ასისტის გაკეთება მოახერხა.
Więcej informacji 👉 https://t.co/W3cN4vNBCQ pic.twitter.com/KEyh11zK0K
— CRACOVIA (@MKSCracoviaSSA) May 21, 2024