ოსიმენმა ნაკრებში ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩს გამოტოვებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი თამაშს ნოემბრის ბოლომდე ვერ შეძლებს. ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელმა ნიგერიისა და საუდის არაბეთის (2:2) მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო.
სავარაუდოდ, ოსიმენს 4-დან 6 კვირამდე გაუცდება, მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. უკვე გადაწყვეტილია, რომ ფორვარდი ნეაპოლურ გუნდს ,,მილანთან'' შეხვედრაში (29 ოქტომბერს) ვერ დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში ოსიმენის ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
ნაპოლის შეხვედრები ნოემბრის ბოლომდე:
ვერონა - ნაპოლი
უნიონ ბერლინი - ნაპოლი
ნაპოლი - მილანი
სალერნიტანა - მილანი
ნაპოლი - უნიონ ბერლინი
ნაპოლი - ემპოლი
ატალანტა - ნაპოლი
რეალი - ნაპოლი