ოსიმენი თურქეთშია | გალათასარაის ფანები ფეხბურთელს ზეიმით დახვდნენ
ვიქტორ ოსიმენი გამთენიისას, 3 საათზე სტამბოლში ჩავიდა და მას მომავალი გუნდის "გალათასარაის" გულშემატკივრები დიდი სიხარულით დახვდნენ. ნიგერიელი ფორვარდი დიდი საშიშროების წინაშე იყო, რომ მინიმუმ იანვრამდე სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონოდა, რადგან "ნაპოლიმ" ის სერია A-ს განაცხადიდან გაიყვანა და ტრანსფერიც ვერცერთ დაინტერესებულ მხარესთან ვერ შედგა. თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბერს იხურება, ამიტომ ოსიმენისთვის გამოსავლად გალათასარაის დაინტერესება იყო, კლუბი ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით, 2025 წლის ივნისამდე აიყვანს, ხელფასის სახით კი 9-10 მილიონს გადაიხდის, რაც ფეხბურთელისთვის მისაღები პირობა იყო. ცნობილია, რომ "ჩელსი" ოსიმენის ხელფასის დაფარვას გაცილებით ნაკლები თანხით აპირებდა. გალათასარაის გამოსყიდვის უფლება არ ექნება, სამაგიეროდ ნაპოლის ექნება შესაძლებლობა ოსიმენთან კოტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს და გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო მიუთითოს, რაც უფრო ზრდის შანსს, რომ რომელიმე კლუბი ნიგერიელს ამ ფასად იყიდის (ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი გამოსასყიდი 130 მილიონი იყო).
Victor Osimhen with the Galatasaray fans. It’s 4am in Turkey ! 😂❤️💛
— Janty (@CFC_Janty) September 3, 2024
pic.twitter.com/97gcn1BZPC
❤️💛 This is Galatasaray fans at around 3am, welcoming Victor Osimhen to Istanbul. 🤯
— EuroFoot (@eurofootcom) September 3, 2024
The ultra group say fans waited for 3/4 hours due to delays. Fantastic dedication. pic.twitter.com/hJJOXRXm0x