Belive

გალათასარაი ოსიმენს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით გალათასარაიში გაატარა, დიდი ალბათობით, კარიერას კვლავ სტამბოლურ გუნდში გააგრძელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, გალათასარაი ნიგერიელ ფეხბურთელთან 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდა, თუმცა ახლა მოლაპარაკებები გალასა და ნაპოლის შორის მიმდინარეობს.

თურქები მზად არიან, 55 მილიონი ევრო გადაიხადონ, მაგრამ ,,პარტენოპეის'' ფორვარდის სანაცვლოდ უფრო დიდი თანხა სურს.

გასულ სეზონში ოსიმენმა გალათასარაის მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები