Belive

ოსიმენი თურქეთის სუპერლიგაში იჯარით გადასვლასთან ახლოსაა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლისა'' და ,,გალათასარაის'' შორის ვიქტორ ოსიმენის იჯარის თაობაზე შეთანხმება შედგა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ტრანსფერის შემთხვევაში, ნიგერიელი თურქულ კლუბში იჯარით 1 სეზონს გაატარებს და მის ხელფასს მთლიანად ,,გალათასარაი'' დაფარავს.

ახლა ,,გალას'' წარმომადგენლები ნეაპოლში პირადად ოსიმენს შეხვდებიან და კონტრაქტის დეტალებზე მოილაპარაკებენ.

25 წლის თავდამსხმელის გადაბირებით ზაფხულში ლონდონის ,,ჩელსი'' და ,,ალ აჰლი'' ინტერესდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა. ,,ნაპოლიმ'' ფეხბურთელი სერია A-ს განაცხადიდან ამოიღო და გუნდს ჩამოაშორა, ამიტომ ახლა ის მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ოსიმენმა გასულ სეზონში ,,პარტენოპეის'' მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები