Belive

"ჩვენ ვესაუბრეთ ხვიჩას და მის გარემოცვას" - ნაპოლის სპორტული დირექტორი კვარას კონტრაქტზე

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ "ატალანტასთან" გამართული მატჩის შემდეგ DAZN-თან კომენტარი გააკეთა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

ჩვენ ვესაუბრეთ ხვიჩას და მის გარემოცვას, მათ ივლისში შეთავაზება გავუკეთეთ, ახლა კი საუბრის ეტაპზე ვართ. ველოდებით ამბების განვითარებას, რომელსაც სრულყოფილი სახე სეზონის დასრულებამდე აუცილებლად უნდა მიეცეს. ჩვენ ახლა ჩემპიონატზე ვართ ორიენტირებული და აღნიშნულ მოვლენებზე დიდხანს ფოკუსირებული არ ვიქნებით. გვინდა, რომ ფეხბურთელი ჩვენთან დარჩეს. კონტრაქტის დასრულებამდე კიდევ 2 წელია დარჩენილი. - ჯოვანი მანა - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი

შეგახსენებთ, "ნაპოლი" გუშინ "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა, მაგრამ ცხრილს მაინც ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩს ნეაპოლური გუნდი უშუალო კონკურენტ, მილანის "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 10 ნოემბერს 23:45 საათზე გაიმართება.

სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

  1. "ნაპოლი" - 25 ქულა

  2. "ინტერი" - 24 ქულა

  3. "ატალანტა" - 22 ქულა

  4. "ფიორენტინა" - 22 ქულა

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები