Belive

ოსიმენი: "შეუძლებელი არაფერია, ახლა მხოლოდ კენჭისყრას ველოდებით"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"აინტრახტთან" მოგებულ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენმა დიდი წვლილი შეიტანა. ნიგერიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

"დიდებული გამარჯვებაა, ამით ჩვენ ისტორია დავწერეთ. ვულოცავ გუნდს ამ მიღწევას. ყველაფერი ისე უნდა გავაგრძელოთ, როგორც აქამდე და ბოლომდე უნდა მივიდეთ. ჩვენ მზად ვართ." - განაცხადა ვიქტორ ოსიმენმა.

ნეაპოლური გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც ჰკითხეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

"შეუძლებელი არაფერია, ჩვენ შეგვიძლია ამ მიზანს მივაღწიოთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ და უნდა დაველოდოთ რა მოხდება."

ოსიმენი აცხადებს, რომ 1/4 ფინალში პრემიერ ლიგის კლუბებთან თამაშის შესაძლებლობა ხიბლავს.

"ძალიან კარგი თამაშები იქნება. პრემიერ ლიგაში მაღალი დონის გუნდები არიან, ჩვენც კარგად ვთამაშობთ. ველით კენჭისყრას."

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა პარასკევს გაიმართება და სწორედ აქ გაირკვევა თუ ვინ იქნება "ნაპოლის" მეტოქე 1/4 ფინალში.

სხვა სტატიები