Belive

ოსიმენი: ,,კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია და ოქროს ბურთის მოგება შეუძლია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, Stampa Estera-ს დაჯილდოებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

,,ნაპოლი ბევრმა ლიდერმა დატოვა და გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ. მათ გუნდში ადაპტაცია მალევე გაიარეს.

კვარაცხელია გამორჩეულია ბიჭია, მან ჩემი ყურადღება სეზონის წინ მიიქცია. გასახდელში ყველას უყვარს არამხოლოდ იმისთვის, რასაც მოედანზე აკეთებს, არამედ - მის გარეთაც.

მჯერა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მას ,,ოქროს ბურთის'' მოგება შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ,,ნაპოლის'' დიდებას მოუტანს. ერთმანეთს კარგად ვუგებთ, სპალეტიც განსაკუთრებულია და სწორედ ესაა ჩვენი წარმატებული სეზონის მიზეზი. ასე უნდა გავაგრძელოთ,'' - განაცხადა ოსიმენმა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 11 მარტს, ,,ატალანტას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები