Belive

ოსიმენი: ,,არასდროს მინახავს ფეხბურთზე იმაზე მეტად შეყვარებული ქალაქი, ვიდრე ნეაპოლია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, გასულ სეზონში სერია A-ს მოგებით მიღებულ ემოციებზე ისაუბრა:

,,მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოვიგე. და მე ეს შევძელი გუნდთან ერთად, რომელიც აფასებს იმ წვრილმანებს, რასაც შენ მისთვის აკეთებ. სკუდეტო ჩემთვის დიდი მოვლენაა, ისევე როგორც ყველაფერი, რაც ამას მოჰყვება - ჩემპიონთა ლიგა, თასი და სხვა... ახლა ტიტულებზე ვარ დამოკიდებული.

არასდროს მინახავს ფეხბურთზე იმაზე მეტად შეყვარებული ქალაქი, ვიდრეა ნეაპოლია. მაცხოვრებლები თითოეული ფეხბურთელის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავენ. სადაც უნდა მივიდე, ყველგან პატივს მცემენ. ბავშვებს ვუყვარვარ, ჩემით ბევრი ადამიანია აღფრთოვანებული, ისინი ჩემი ნიღბის ზუსტი ასლის ტარებით მაღმერთებენ... ამ ქალაქზე უკეთესი ადგილი ჩემთვის არ არსებობს.

ბედნიერი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და აქ გადმოვედი. როცა ჩემი შვილიშვილები ამ ქვეყანას მოევლინებიან, მიხვდებიან, რომ მე რაღაც საოცარი შევძელი,'' - განაცხადა ოსიმენმა.

,,ნაპოლიმ'' სერია A-ს მოგება 1990 წლის შემდეგ პირველად შეძლო. ოსიმენმა გასულ სეზონში ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები