Belive

ოსერი Vs პსჟ | პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ღამით (23:00 საათზე), საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში, ოსერი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს.

რამდენიმე ვებგვერდმა მატჩის წინ პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა:

  • შევალიე - ბერალდო, ზაირ-ემერი, ერნანდესი, ზაბარნი, ვიტინია, მაიულუ, დუე, კვარაცხელია, მბაიე, რამუში.

პარიზულ კლუბს ტრავმის გამო ლი, ნევეში, მენდეში, რუისი და საფონოვი დააკლდებიან, ვერ ითამაშებს ვერც აშრაფ ჰაკიმი, რომელიც აფრიკის თასიდან ახლახან დაბრუნდა.

ლიგა 1-ის 18 ტურის შემდეგ, პსჟ 42 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა და ლიდერ ლანსს 1 ქულით ჩამორჩება, ოსერი კი 12 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები