Belive

ოქროს ბურთის მფლობელი როდრი გახდა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთი'' ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველს, როდრის გადაეცა. 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

როდრის მთავარი კონკურენტები გამოკითხვაში ვინისიუს ჟუნიორი და ჯუდ ბელინგემი იყვნენ:

Top ათეული ასე გამოიყურება:

  1. როდრი

  2. ვინისიუს ჟუნიორი

  3. ჯუდ ბელინგემი

  4. დანი კარვახალი

  5. ერლინგ ჰოლანდი

  6. კილიან მბაპე

  7. ლაუტარო მარტინესი

  8. ლამინე იამალი

  9. ტონი კროოსი

  10. ჰარი კეინი

როდრიმ 2024 წელს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

,,ოქროს ბურთის'' ბოლო გამარჯვებული ლეო მესი იყო, რომელმაც შარშანდელ გამოკითხვაში 462 ხმა მიიღო:

  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინე იამალი დასახელდა.

  • სოკრატესის სახელობის ჯილდო ჯენიფერ ერმოსოს გადაეცა.

  • საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა.

  • გერდ მიულერის სახელობის პრიზი ჰარი კეინმა და კილიან მბაპემ მიიღეს.

  • წლის საუკეთესო გუნდი - რეალი.

  • წლის საუკეთესო ქალთა გუნდი - ბარსელონა.

  • წლის საუკეთესო მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი.

  • ქალებს შორის ოქროს ბურთის მფლობელი აიტანა ბონმატი გახდა.

სხვა სტატიები