Belive

ოქროს ბურთის დაჯილდოება 2024 | ვინისიუსი გალიდერდა, როდრი მეორეზეა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024 წლის 28 ოქტომბერს, ოქროს ბურთის 68-ე დაჯილდოება გაიმართება, სადაც 2023/2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდება.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი - ვინისიუს ჯუნიორია.

ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავები - ვინისიუს ჯუნიორი და ჯუდ ბელინგემი ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი ფავორიტები იყვნენ. ახალგაზრდა დუეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა "სამეფო კლუბის" ჩემპიონთა ლიგის მე-15 გამარჯვებაში.

თუმცა, ევროპის ჩემპიონატმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, რადგან ვინისიუსმა კოპა ამერიკაზე ვერაფერი გამორჩეული ვერ გააკეთა, მანჩესტერ "სიტისა" და ესპანეთის ნაკრების საყრდენმა - როდრიმ, საოცარი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა, საკლუბო ფეხბურთიც იგი "სიტის" გამორჩეული ფეხბურთელი იყო, სწორედ ამიტომ, როდრი ოქროს ბურთის კანდიდატებში დაწინაურდა და მეორე პოზიციას იკავებს.

შედეგად, ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლა, ბოლო წლების განმავლობაში არასოდეს ყოფილა ასეთი საინტერესო.

2023/2024 წლების სეზონის ოქროს ბურთის ნომინაციის აგვისტოს თვის განახლებული რეიტინგი.

აგვისტოს თვის განახლებული რეიტინგის TOP 5 ასე გამოიყურება
აგვისტოს თვის განახლებული რეიტინგის TOP 10 ასე გამოიყურება

აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ოქტომბერს, ოქროს ბურთის 68-ე დაჯილდოებას ქალაქი პარიზი უმასპინძლებს,

ვინ გახდება 2023/2024 წლების სეზონის ოქროს ბურთის მფლობელი?!

ვინისიუს ჯუნიორი
ჯუდ ბელინგემი
როდრი

სხვა სტატიები