Belive

ოფიციალურად - ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს სერიოზული დანაკლისით ხვდება. იოახიმ ლიოვის გუნდს ტრავმის გამო მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გამოაკლდა. "ბარსელონას" მეკარეს მუხლის დაზიანება აქვს, რის გამოც იძულებულია, ოპერაცია გაიკეთოს.

ტერ შტეგენმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: "კლუბის სამედიცინო გუნდთან ერთად გადავწყვიტე, რომ მუხლის ოპერაცია უნდა გავიკეთო. ვწუხვარ, რადგან ზაფხულში ევრო 2020-ს გამოვტოვებ. ბოლო წლებში პირველად, ჩემს ქვეყანას სახლიდან ვუგულშემატკივრებ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მას მოვიგებთ."
View this post on Instagram

A post shared by Marc ter Stegen (@mterstegen1)

შეგახსენებთ, რომ გერმანია ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები