ხავი: "მომენტის დასრულების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი ვართ"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა გააკრიტიკა თავისი გუნდი იმის გამო, რომ შაბათს ვალენსიასთან ფრედ 1:1 ითამაშა. ყველა ტურნირზე ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, "ბლაუგრანა" ლა ლიგაში მესტალაზე ვალენსიას დაუპირისპირდა და იმედოვნებდა, რომ ხასიათს გამოიკეთებდა. კატალონიელები. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. ანტვერპენთან 3-2 დამარცხდნენ, იქამდე კი ჟირონასთან წააგეს - 4:2. ხავი ერნანდესის თქმით, ბარსელონამ ამ სეზონში უამრავი საოცარი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლამდე ძალიან ცოტა მათგანი მივიდა:
გამარჯვებას ვიმსახურებდით, რადგან ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. რაც ვალენსიასთან შეხვედრაში მოხდა, გავლილ კვირებს გავს, რადგან ეფექტურობა ყველგან ერთნაირად გვაკლდა. ეს მატჩი, შესაძლოა, სეზონის ამ მონაკვეთის შეჯამებადაც კი გამოდგეს, ბევრს ვვარჯიშობთ, ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვებისთვის, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი ვართ ევროპაში, შედეგით ძალიან იმედგაცრუებული ვარ - განაცხადა ხავი ერნანდესმა
ამ მომენტისთვის, ბარსელონა ლა ლიგის ცხრილის მესამე პოზიციაზეა, ლიდერ ჟირონას 6 ქულით ჩამორჩება, მადრიდის რეალს კი 4-ით, თუმცა ორივე კლუბს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული და შანსია, რომ სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება.