Belive

ოფიციალურად: ვალენსიამ ბილბაოს ყოფილი მეკარე დაიმატა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" ქართველი ფეხბურთელის პოზიციაზე კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა.

"ღამურებმა" გამოცდილი ესპანელი მეკარე, იაგო ერერინი დაიმატეს, რომელიც წლების განმავლობაში ბილბაოს "ატლეტიკის" წევრი გახლდათ. 34 წლის გოლკიპერი ბასკების აღზრდილია და ამ კლუბის მთავარი გუნდის შემადგენლობაში 2007-2021 წლებში ირიცხებოდა, განათხოვრების წესით კი "ნუმანსიას" და "ლეგანესის" შემადგენლობაში გამოდიოდა. მას ასევე საუდის არაბეთის წარმომადგენელ 
"ალ რიდშიც" უთამაშია, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა.

იაგო ერერინმა "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.

როგორც ჯენარო გატუზომ რამდენიმე ხნის წინ მედიასთან საუბრისას აღნიშნა და ასევე ესპანური პრესის ინფორმაციით, ერერინი სავარაუდოდ გუნდში მეორე ან მესამე მეკარე იქნება და ძირითადი შემადგენლობისთვის ფავორიტი კვლავაც გიორგი მამარდაშვილი იქნება.

სხვა სტატიები