ოფიციალურად | ტუხელი დაისაჯა, კონტე - არა
1 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
- კონტეს და ტუხელის დაპირისპირება მატჩის დასრულების შემდეგ | VIDEO
- “როცა ადამიანები ხელს ართმევენ, ერთმანეთს თვალებში უყურებენ” – ტუხელი კონტესთან მომხდარ ინციდენტზე
კომისიის გადაწყვეტილებით, "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი - ტომას ტუხელი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და £35,000-ით დაჯარიმდა. "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს გაცილებით მსუბუქი სასჯელი ერგო - ანტონიო კონტე ჯარიმის სახით, მხოლოდ £15,000-ს გადაიხდის.
“დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტომას ტუხელი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და £35,000-ით დაისაჯოს. ანტონიო კონტე მხოლოდ £15,000 ფუნტით დაჯარიმდა. მენეჯერებმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის E3 კანონი დაარღვიეს. ორივე მათგანი აღიარებს, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მათი საქციელი მიუღებელი იყო", - აღნიშნულია FA-ს განცხადებაში.შეგახსენებთ, ლონდონურ დერბის მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბულობა სდევდა ფონად. განსაკუთრებით ნერვიულობდნენ ტომას ტუხელი და ანტონიო კონტე, რომელთაც საფინალო სასტვენის შემდეგ ემოციების მოთოკვა ვერ შეძლეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მენეჯერების გაშველება ორივე გუნდის წარმომადგენლებმა სცადეს.