ნელ-ნელა ახლოვდება საფეხბურთო ჩემპიონატების დაწყების თარიღები და კლუბები უკვე ნელ-ნელა შემადგენლობებს ასახელებენ. მადრიდის "რეალმა" 2019/20 წლების ლა ლიგის სეზონისთვის შემადგენლობა დაარეგისტრირა, სადაც ვერ მოხვდა ერთ-ერთი ყველაზე პერსექტიული ახალგაზრდა, 18 წლის იაპონელი - ტაკეფუსა კუბო.
ამ ფაქტმა აღაშფოთა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები და ზინედინ ზიდანის მიმართ დიდი აგრესია წამოვიდა. ისინი მოითხოვენ, რომ შანსი მისცენ ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელს.
18 წლის იაპონელი ვარსკვლავთბიჭუნა სეგუნდა B-ში, კერძოდ კი კასტილიაში (მადრიდის "რეალის" მეორე გუნდში) ითამაშებს.