ოფიციალურად: შვეიცარიის საფეხბურთო ჩემპიონატი 8 ივნისს განახლდება
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
როგორც ცნობილი გახდა, შვეიცარიის მთავრობამ და ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. შვეიცარიის ჩემპიონატი 8 ივნისს განახლდება იმ პირობით, თუ ამ თარიღამდე ქვეყანაში Covid 19-ის გამო სიტუაცია არ გაუარესდება. განახლებული შვეიცარიის საფეხბურთო ჩემპიონატი დახურულ კარს მიღმა, გულშემატკივრის გარეშე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ჩემპიონატში, კერძოდ კი "ლუცერნში" საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი - ოთარ კაკაბაძე თამაშობს.OFFICIAL: The Swiss Super League will be allowed to resume on June 8 behind closed doors, provided the COVID-19 outbreak does not worsen in Switzerland. pic.twitter.com/TR0oPyHU7I — B/R Football (@brfootball) April 29, 2020