ოფიციალურად სესკ ფაბრეგასი კარიერას სერია B-ს გუნდში გააგრძელებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
სესკ ფაბრეგასი კარიერას "მონაკოდან" "კომოში" გააგრძელებს. 35 წლის ესპანელმა ფრანგული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დადასტურდა. ფაბრეგასი "კომოს" სტადიონზე ორშაბათს ლანჩზე მივიდა, სადაც ფაბრიციო რომანოს თქმით, ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
19 წლის შემდეგ, სესკი პირველად დატოვებს უმაღლეს ფეხბურთს. მას შემდეგ, რაც 16 წლის ესპანელის დებიუტი შედგა "არსენალში", ის მუდამ უმაღლესი დონის კლუბებში გამოდიოდა. ფაბრეგასი მისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველია. სამწუხაროა, რომ საუკეთესო წლების გატარება ინიესტასა და ხავისთან კონკურენციის გაწევაში გაატარა. გაუთავებელმა ტრავმებმაც დიდი გავლენა მოახდინა მის კარიერაზე, რამაც ხელი შეუშალა პოტენციალის ბოლომდე გამოვლენაში. მისი კარიერის დროს ფაბრეგასმა "არსენალში", "ბარსელონაში", "ჩელსიში" და "მონაკოში" ითამაშა. შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასი 2010 წელს ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.Here’s Cesc Fabregas in Italy set to join Como on free move. Fabregas will be unveiled as new Como player today, while he signs contract until June 2024. 🇪🇸 #transfers
Fabregas will play in Italian second division this season. @cesc4official pic.twitter.com/5PS1853Ljo— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 1, 2022