მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას - საქართველო-შვედეთი, გულშემატკივარი დაესწრება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, საქართველო - შვედეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.
მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობისანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 15 და 25 ლარია.
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების დაპირისპირება 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.