Belive

ოფიციალურად | რუსეთი კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რუსეთი კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა - 21 წლი ნიკოლოზ ქუთათელაძემ დატოვა. საქართველოს ასაკობრივი საფეხბურთო ნაკრებების ყოფილი შემტევი მოსკოვის "სპარტაკის" მე-2 გუნდში ასპარეზობდა, თუმცა, კარიერას ფრანგულ "როდეზში" გააგრძელებს. ნიკოლოზ ქუთათელაძის ტრანსფერი "როდეზმა" ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთათელაძე 23-ნომრიან მაისურს მოირგებს და საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს. აღსანიშნავია, რომ "როდეზში" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - ამირან სანაია ირიცხება.

შეგახსენებთ, საფრანგეთი 21 წლის ქუთათელაძისათვის უცხო არაა. თავდაპირველად იგი "ლილის" აკადემიასა და "პარი სენ-ჟერმენის" ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა.

სხვა სტატიები