Belive

ოფიციალურად: რუბენ ბარახა ვალენსიას მთავარი მწვრთნელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სეზონში ნაჩვენები კატასტროფული პერფორმანსის გამო, ჯენარო გატუზო "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "ღამურების" მთავარ მწვრთნელად რუბენ ბარახა დაინიშნა.

47 წლის ესპანელმა სპეციალისტმა, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი "ვალენსიაში" გაატარა. 2000-10 წლებში, ბარახამ "ვალენსიას" მაისური 263 შეხვედრაში მოირგო და 41 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში "ვალენსია" კატასტროფულად ასპარეზობს. განვლილ 21 ტურში, "ღამურებმა" მხოლოდ 20 ქულის დაგროვება შეძლეს და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან (18). კლუბის ერთ-ერთი ნათელი წერტილი გიორგი მამარდაშვილია და რიგ ეპიზოდებში რომ არა ქართველი კიპერის თავგანწირული სეივები, "ვალენსიას" მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო სავალალო ყოფილიყო.

სხვა სტატიები