ოფიციალურად: რონალდინიოს შვილი ბარსელონას ღირსებას დაიცავს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" რონალდინიოს 19 წლის შვილს კონტრაქტი გაუფორმა, რის შემდეგაც ჟოაო მენდეშ დე ასის მორეირა "ბლაუგრანას" 19-წლამდელთა გუნდის ღირსებას დაიცავს.
"ბლაუგრანასთან" დაახლოებულმა წყარომ ESPN-ს დაუდასტურა, რომ მენდეშთან ოფიციალური კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც 19 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" მომავალი წლის ზაფხულამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ 2003-08 წლებში "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 207 შეხვედრაში რონალდინიომ 94 გოლის გატანა შეძლო. ბრაზილიელი ვარსკვლავი კატალონიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის 2 ტიტულის მოგებაში დაეხმარა.