ბარსელონას წარმომადგენლები ესპანეთისა და საფრანგეთის მატჩს დაესწრებიან
,,ბარსელონას'' სპორტული დირექტორი, დეკო და გუნდის პრეზიდენტის მრჩეველი, ალეხანდრო ეჩევარია ესპანეთსა და საფრანგეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრას დაესწრებიან. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელთა განსაკუთრებული ყურადღება ესპანეთის ნაკრების შემტევის, ნიკო უილიამსის მიმართ იქნება მიპყრობილი, რომელიც გუნდის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
გუშინ ,,ბარსელონას'' პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ ,,ბლაუგრანას'' ფეხბურთელის შესაძენად საკმარისი თანხა აქვს.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უილიამსის ანგარიშზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
Deco and the sporting director of Athletic Club will be present to watch Nico Williams live for Spain tonight.
— Barça Universal (@BarcaUniversal) July 9, 2024
— @mundodeportivo pic.twitter.com/tWBj75v7OH