Belive

ოფიციალურად: რომაში დანიელე დე როსის 18 წლიანი ეპოქა დასრულდა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

35 წლის იტალიელი ნახევარმცველი - დანიელე დე როსი, რომელმაც მთელი საფეხბურთო კარიერა "რომაში" გაატარა კლუბიდან მიდის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ გამოწვევას ელის. იტალიელი ნახევარმცველი ფრანჩესკო ტოტის გზას არ გაჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კარიერას რომაულ კლუბში არ დაასრულებს და ზაფხულიდან სხვა კლუბში ითამაშებს. რომაულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 35 წლის იტალიელი ნახევარმცველი - დანიელე დე როსი კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს, როდესაც მას საბოლოო კონტრაქტი ამოეწურება (2019 წლის 30 ივნისს). რომას პრეზიდენტის, ჯიმ პალოტას განცხადებით, გასული 18 წლის განმავლობაში დანიელე დე როსი გუნდის გულისცემა იყო. იტალიელ ნახევარმცველს რომას რიგებში 615 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც მან 63 გოლის გატანა და 54 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. დე როსი გამოირჩეოდა მებრძოლი სულითა და ხისტი თამაშით: მას რომას რიგებში 147 ყვითელი ბარათი და 9 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

სხვა სტატიები