ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში მორიგი ტურის დასრულების შემდეგ, "ოქროს ბუცისთვის" დავაში ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა.
ეს ჩიროიმობილე გახლავთ, თანამედროვეობის საუკეთესო იტალიელი თავდამსხმელი, რომელმაც "ლაციოს" მაისურით სერია A-ს მე-14 ტურში "უდინეზეს" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და ჩემპიონატს სათავეში 17 გატანილი გოლით მოექცა. ჩიროს 5 საგოლე გადაცემაც აქვს.
მეორე ადგილზე ევროპული ელიტის მასშტაბით "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია, რომელმაც ბუნდესლიგაში უკვე 16 ბურთი შეაგდო.
შესანიშნავ ფორმაშია თავად რომაული კლუბიც, რომელსაც იტალიაში ზედიზედ 6 მოგება და 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ შედეგით "არწივები" მესამე ადგილზე იმყოფებიან.