Belive

ოფიციალურად: როინ კვასხვაძემ დინამო თბილისი დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარემ, როინ კვასხვაძემ "დინამო თბილისი" დატოვა. ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ დაადასტურა.
"იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა და იმ ფსიქოლოგიური წნეხის გამო, რომელიც როინ კვასხვაძეს აწუხებდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დასრულებულიყო. მეკარისთვის ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. შემიძლია გითხრათ, რომ კვასხვაძე “დინამოს” წევრი აღარ იქნება. მინდა მას მომავალში წარმატებები ვუსურვო", - თქვა 52 წლის სპეციალისტმა უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "მაკაბი ჰაიფასთან" გასამართი პირველი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
32 წლის გოლკიპერი, რომელიც საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთადაც გახდა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის კარს 2020 წლის ზამთრის შემდეგ იცავდა და 40 ჩატარებული მატჩიდან 21-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მან "დინამო თბილისთან" ერთად ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება მოიგო.

სხვა სტატიები