Belive

აურელიო დე ლაურენტისი: "კვარაცხელიას კონტრაქტი? - არ გინდათ რომ თავი დამანებოთ?"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ, მათ შორის საქართველოს ნაკრების და მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება? კი მაგრამ, არ გინდათ რომ თავი დამანებოთ? კონტრაქტს მხოლოდ ორი ადამიანი დებს. რას ნიშნავს ეს? ერთი მათგანი მოლაპარაკებებს აწარმოებს, შემდეგ კი კონტრაქტი 5 წლით გრძელდება და არა მხოლოდ ერთით", - თქვა ნეაპოლელთა ხელმძღვანელმა.

28 ტურის შემდეგ დაგროვებული 71 ქულით “ნაპოლი” სერია A-ს ერთპიროვნულად და უახლოეს მდევარ “ლაციოსთან” 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

რაც შეეხება 22 წლის ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

შემდეგ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ს ეგიდით, "ლეჩეს” წინააღმდეგ, სტუმრად, 7 აპრილს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას, აქ “ნაპოლის” პირველი მატჩი “მილანის” წინააღმდეგ 12 აპრილს, სტუმრად, ელის.

სხვა სტატიები