Belive

ოფიციალურად | რანგნიკი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-12 ტურში, "უოტფორდთან" განცდილი მარცხის (4:1) შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებმა ოლე გუნარ სოლსკიაერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ნორვეგიელი სპეციალისტის შემცვლელის თაობაზე, სპეკულაციები არ ცხრებოდა. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების გვერდებზე ისეთი სახელოვანი მწვრთნელები აღმოჩნდნენ, როგორიცაა: ზინედინ ზიდანი, მაურისიო პოჩეტინო და სხვა. რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკი დაინიშნა. გერმანელი სპეციალისტი დროებით დაინიშნა და "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დარჩება.

პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, რანგნიკი "შტუტგარტს", "ჰოფენჰაიმს", "შალკესა" და "ლაიპციგს" წვრთნიდა.

სხვა სტატიები