ოფიციალურად: ობამეიანგი ბარსელონას ფეხბურთელი გახდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა - პიერ-ემერიკ ობამეიანგი კატალონიური გრანდის ფეხბურთელი გახდა. გაბონელმა თავდამსხმელმა ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ესპანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გაფრომდა, რომელიც 2023 წლის 30 ივნისიდან ფეხბურთელის წასვლაზე დათანხმების მუხლს ითვალისწინებს და მისი გამოსყიდვისთვის დაინტერესებულმა მხარემ 100 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. 32 წლის ფორვარდმა "მეთოეების" რიგებში ზუსტად 4 წელიწადი გაატარა და 163 მატჩში 92 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა.It’s @Auba time 😎 pic.twitter.com/B8eHCnOzYZ — FC Barcelona (@FCBarcelona) February 2, 2022