"მესისთან კონტაქტი არ გვქონია" - მატეუ ალემანი
უკვე დიდი ხანია რაც ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე იწერება. ესპანური მედიის წარმომადგენლები მრავალ მინიშნებას იძლევიან იმასთან დაკავშირებით, რომ არგენტინელი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდება.
რამდენიმე დღის წინ, "პსჟ-ს" თავდამსხმელი ბარსელონაში ოჯახთან ერთადაც კი იყო. ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელს აეროპორტში მისი მრჩეველი პეპე კოსტა დახვდა. სოციალურ ქსელში ის ვიდეო, სადაც მესი მის ყოფილ თანაგუნდელებს, ხორდი ალბას და სერხიო ბუსკეცს ხვდება.
ℹ NOTICIA @JijantesFC
— Jijantes FC (@JijantesFC) April 24, 2023
Exclusiva en Jijantes el encuentro de Leo Messi, Sergio Busquets, Jordi Alba y Pepe Costa en un restaurante de la ciudad de Barcelona pic.twitter.com/SCnugMS7Ve
ამ ყველაფრის მიუხედავად, "ბარსელონას" დირექტორი საინტერესო განცხადებას ავრცელებს. მატეუ ალემანის თქმით, ლეოს გუნდთან კონტაქტი არ ჰქონია.
"ჩვენ მესისთან კონტაქტი არ გვქონია. მას ძალიან უნდა გუნდში დაბრუნება?! ის რამდენიმე დღე ბარსელონაში იყო და არ დაგვლაპარაკებია. - განაცხადა ალემანიმ DAZN-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მესის ,,ბარსელონასთან” არსებული ხელშეკრულება 30 ივნისს ამოეწურა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მიმდინარე სეზონში ლეომ "პსჟ-ს" მაისურით 36 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარის აღება 20-ჯერ შეძლო. ამასთან ერთად არგენტინელმა 19 საგოლე გადაცემაც მიითვალა.