Belive

ოფიციალურად: მესი და რონალდუ ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თანამედროვეობის ორი საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთის წინააღმდეგ მოედანზე კიდევ ერთხელ გავლენ. აღნიშნული ინფორმაცია "ბარსელონას" ოფიციალურმა Facebook-ის გვერდმა 23 ივლისს გაავრცელა. საქმე ისაა, რომ კატალონიური კლუბი ყოველწლიურ, ტრადიციულ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომელსაც ჟოან გამპერის სახელობის ტურნირი ეწოდება და "კამპ ნოუზე" სტუმრად ტურინის "იუვენტუსის" ქალთა და მამაკაცთა გუნდებს მოიწვევს. მამაკაცთა გუნდების დაპირისპირება 8 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები