Belive

ოფიციალურად - მარიო მანჯუკიჩი მილანის ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

34 წლის ხორვატი თავდამსხმელი - მარიო მანჯუკიჩი "მილანში" ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას მილანის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხორვატი ფეხბურთელი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება და 9 - ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მადრიდის “ატლეტიკოს”, “იუვენტუსისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი თავდამსხმელი 2020 წლის 5 ივლისის შემდეგ თავისუფალი აგენტია, რაც ყატარულ კლუბ “ალ დუჰილთან” კონტრაქტი გაწყვიტა. აზიური კლუბის მაისურით მან 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მარიო მანჯუკიჩი “იუვენტუსმა” 2015 წელს მადრიდის “ატლეტიკოსგან” შეიძინა – ტურინელებმა მასში 21 მილიონი ევრო გადაიხადეს. მას შემდეგ ჩატარებულ 147 შეხვედრაში, ხორვატმა ფორვარდმა 115 გოლის გატანა და 42 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.    

სხვა სტატიები