Belive

ოფიციალურად: ლუკას მოურა ტოტენჰემს ემშვიდობება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ტოტენჰემისა" და ლუკას მოურას გზები გაიყოფა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, სეზონის ბოლოს ბრაზილიელი შემტევი "სპურსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

"ტოტენჰემის" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული. ამ დროისათვის უცნობია, თუ სად გაგრძელდება ლუკას მოურას კარიერა, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით საუდის არაბეთის, იტალიისა და აშშ-ს კლუბები ინტერესდებიან.

30 წლის მოურა "ტოტენჰემს" 2018 წლის 31 იანვარს შეუერთდა. პრემიერ ლიგის კლუბის მაისურით ჩატარებულ 150 შეხვედრაში, 19 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები