Belive

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდში ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა - ლევან მჭედლიძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა. ჯერჯერობით, 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალები უცნობია, თუმცა ჩვენი ინფორმაციით საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა. "ტორპედომ" ფეხბურთელის წარდგენის ვიდეო გამოაქვეყნა ლევან მჭედლიძე, კარიერის საწყის ეტაპზე იტალიური “ემპოლის” აკადემიიდან მთავარ გუნდში მოხვდა, შემდეგ კი “პალერმოში” იყო განათხოვრებული და მშობლიურ კლუბში 11 წელი გაატარა. მას სერია A-ში 75 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 11 გოლი გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მჭედლიძემ ჯერ “დინამო თბილისის”, შემდეგ კი “დინამო ბათუმის” მაისური მოირგო და საერთო ჯამში, ეროვნული ლიგის 8 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი (“დინამო თბილსის” რიგებში “დინამო ბათუმის” კარში).

სხვა სტატიები